„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სტუ-ის რექტორის, საქართველოს პარლამენტის წევრების, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თბილისის მერიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ პროექტს, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ახორციელებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ორგანიზება გაუწია სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებამ, სტუდენტებთან ერთად სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ვიცე-რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ღირებულებათა სინთეზის მხრივ ახალგაზრდების წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას.
“ახალგაზრდები დგანან თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინაშე – ეს არის ეროვნული ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების შერწყმა. ახალგაზრდობისთვის ასევე აუცილებელია ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც ახალი აზრების გენერირებას, ღირებულებების გააზრებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას შეძლებენ. ასეთ სივცეები ყველაზე მეტად ტავსებადია საუნივერსიტეტო გარემოში. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ტრადიციების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე დემოკრატიული ხედვების გააზრება და მათი სინთეზი – ეს თვითშემეცნების სერიოზული პროცესია და ერთგვარად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც პროექტის სახით ხორციელდება და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას დაიცვან ბალანსი, ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერებაში“, – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტებს პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები წარუდგინა ავტორმა – დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევების გადაჭრას, ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას. ასევე, ახალგაზრდების ცნობიერებაში ტრადიციული ღირებულებების სინთეზს თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს ეროვნულ, დემოკრატიულ და სუვერენულ განვითარებას.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის განმარტებით, პროექტი კონკურსის სახით და ოთხი თემატური მიმართულებით განხორციელდება; თითოეულ მიმართულებაში შენარჩუნდება მთავარი ხაზი: მოქალაქის, ოჯახისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი წარმოდგენილი სლოგანის ფარგლებში – „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“, ხოლო საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა თემატური ნომინაციების მიხედვით მოხდება.
სტუდენტებს სახელმწიფო პოლიტიკასა და ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, ხოლო ახალგაზრდობის როლსა და დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მასში უკვე ჩაერთო 21 უმაღლესი სასწავლებლებელი, რამდენიმე პროფესიული კოლეჯი და 20-მდე ახალგაზრდული და დიასპორული ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით. დედაქალაქის შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება რეგიონულ უნივერსიტეტებში. იანვარში კი, დაგეგმილია პროექტის წარდგენა დიასპორული ორგანიზაციებისთვის. გამარჯვებული კონკურსანტები პროექტის დასასრულს – 2026 წლის თებრვლის ბოლოს გამოვლინდებიან.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...