დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის – დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„71 წლის ასაკში დაგვტოვა ჩვენმა გამორჩეულად საყვარელმა კოლეგამ – თანამშრომელმა დავით მაკასარაშვილმა. მან პირველად 1971 წელს შემოაბიჯა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში როგორც სტუდენტმა, წარჩინებით დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს მშობლიურ ფაკულტეტზე თუ სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტში – ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მისი პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა თითოეული ჩვენგანის უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს.
გულისხმიერებით, კეთილგანწყობით, კაცთმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით დათო მაკასარაშვილს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.
სამძიმარს ვუცხადებთ დათო მაკასარაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....