საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 3D მოდელირებით შექმნილი უნიკალური მასალა უსასყიდლოდ გადაეცა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ვებაპლიკაციების განვითარებისა და ახალი სტუდენტური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიზნით, სტუ-ის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 3D მოდელირებით შექმნილი უნიკალური მასალა, აპლიკაციები და მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა უსასყიდლოდ გადასცა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის შეხვედრისას გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები, ასევე სამეცნიერო-აკადემიური წრეები ესწრებოდნენ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება საუნივერსიტეტო სივრცეში თანამედროვე კვლევების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე ინოვაციების განვითარების შესაძლებლობებს დაუთმო.
დავით გურგენიძის განცხადებით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წლების მანძილზე შეგროვებული უნიკალური მასალა, რომელიც მოიცავს 3D მოდელირებით შესრულებულ მსოფლიოს ღირსშესანიშნაობათა დიდ უმრავლესობას, ასევე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს და მათთან დაკავშირებულ აპლიკაციებს, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრს გადაეცემა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ ბესიკ კეკელიას უშუალო მენტორობით, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აღნიშნული მასალების გამოყენებით შეძლებენ ახალი 3D ვებაპლიკაციების შექმნას და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას.
„უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი უნიკალური რესურსებით მუშაობა, რომლებიც კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან და ასტიმულირებს ახალგაზრდების პრაქტიკულ და თეორიულ განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 3D მოდელირებით შექმნილი მასალები და აპლიკაციები ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მაღალი ხარისხის ციფრულ პროდუქტებზე, შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიური უნარები და უნივერსიტეტში შეძენილი თეორიული ცონდა რეალურ პროექტებში გამოსცადონ. ვფიქრობთ, ამ მდიდარი მასალისა და რესურსის დამუშავება წარმატებით განხორციელდება ჩვენი უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში, სადაც დოქტორ ბესიკ კეკელიას მენტორობით, ახალგაზრდები შექმნიან ახალ 3D ვებაპლიკაციებს, ახალ ინოვაციურ კვლევით პროექტებს, საფუძველს ჩაუყრიან სტუდენტურ სტარტაპებს. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და გააძლიერებს მატ კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.
უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიან, წარმატებულ და ინოვაციებზე ორიენტირებულ ბიზნესმენებთან პარტნიორობა, რადგან ამით იქმნება მყარი საფუძველი კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროგრესს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდი დავით ხიდაშელს მხარდაჭერისთვის, კვლევითი პროექტების დაფინანსებისა და სამეცნიერო სივრცის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და ჩვენს ახალგაზრდებს კონკრეტულ შედეგებს მოუტანს“, – აღნიშნა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და ახალი პროექტებისა და სტარტაპების დაფინასებისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ დავით ხიდაშელმა სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრს ასევე უსასყიდლოდ გადასცა ორი ერთეული მაღალი ხარისხის კომპიუტერულ ტექნიკა, რაც ცენტრის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და სასწავლო-სამეცნიერო პროცესს გააუმჯობესებს.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...