სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერებმა ნიდერლანდებში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა თამუნა მოდებაძემ და გიორგი ანდიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში – The 43rd Annual Meeting of the European Culture Collections’ Organization (ECCO XLIII), მონაწილეობა მიიღეს.
ECCO-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრები და მეცნიერები იკრიბებიან მიკროორგანიზმების კოლექციების, ბიომრავალფეროვნების, ბიოტექნოლოგიისა და ინოვაციური სამეცნიერო მიდგომების განვითარების შესახებ გამოცდილებისა და ახალი კვლევების გასაზიარებლად.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერის თამუნა მოდებაძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია – ECCO XLIII, ქალაქ უტრეხტში (ნიდერლანდები) გაიმართა და მასში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები მონაწილეობდნენ.
„საერთაშორისო კონფერენციაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციების შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“ ფარგლებში, მივიღეთ მონაწილეობა და წარვადგინეთ პოსტერი თემაზე – „საქართველოს ქართლის რეგიონის ვენახებიდან გამოყოფილი საფუვრების ბიომრავალფეროვნება (Biodiversity of yeasts isolated from vineyards of Qartli region of Georgia)“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ღვინის მეცნიერებისთვის, ისე ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის”, – აცხადებს თამუნა მოდებაძე.
საერთაშორისო კონფერენციაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების წარდგენილი კვლევა მოიცავს ქართლში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშების ყურძნებზე არსებული საფუარების ბიომრავალფეროვნების დეტალურ შესწავლას. როგორც ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ანდრიაშვილი აცხადებს კვლევის მიზანია იმ მიკრობული ეკოსისტემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის დუღილის პროცესს, მის არომატულ და გემოვნურ თვისებებს, ასევე პროდუქტის საბოლოო ხარისხს.

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უძველესი ღვინის სამშობლო, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ მიკროგარემოს ქმნის. სწორედ ეს მიკრობული უნიკალურობა განაპირობებს ქართული ღვინის ინდივიდუალურ organoleptic პროფილს და მას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მატებს. კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საფუარების იდენტიფიკაციით, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტრადიციული მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო დონეზე გააზრებისა და განვითარებისთვის, რადგან მიღებული შედეგები ხელს უწყობს ქართული ენდემური ვაზის გენეტიკური და მიკრობიოლოგიური რესურსების დაცვას, მათი პოტენციალის უკეთ გამოყენებას და ახალი ბიოტექნოლოგიური მიდგომების დანერგვას. ეს პროექტი, როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, აძლიერებს საქართველოს კვლევით პოზიციას რეგიონში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გლობალურ სამეცნიერო თანამეგობრობაში. გარდა ამისა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ theYeasts.org Workshop-ში (Westerdijk Institute, Utrecht), რომელიც ეხებოდა საფუვრების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და კოლექციების მართვის პრაქტიკას. აღნიშნულმა ვორქშოპმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი ცოდნა საფუვრების კვლევის მიმართულებით და პრაქტიკული გამოცდილება შეგვძინა“, – აცხადებს ანდიაშვილი.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...