სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევნები ჩატარდება
3 ოქტომბერს სტუ-ში ჩატარდება ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევნები შემდეგი ვაკანტური ადგილებისთვის:
• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი;
• საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 ვაკანტური ადგილი.
აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.
საბჭოს წევრს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ფაკულტეტის საბჭოს წევრ-სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.
კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი და ცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
არჩევნები ჩატარდება უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე, არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...