იდეიდან რეალურ სტარტაპამდე – მასტერკლასი სტუ-ში

სიახლეები

1 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, მასტერკლასი – „როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ სტარტაპად” ჩატარდა.

ღონისძიებას სფეროს აღიარებული ექსპერტი შალვა ოთანაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული ასპექტები გაუზიარა. საუბარი შეეხო სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბებას, იდეების დამუშავებასა და ბაზარზე მათ სწრაფ ვალიდაციას. შეხვედრა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

სტანდარტული ლექციური ფორმატის ნაცვლად, პროცესი კითხვა-პასუხის და დებატების რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, ექსპერტთან ერთად განეხილა საკუთარი ინიციატივები, მიეღო კრიტიკული უკუკავშირი და იმ გამოწვევებზე ემსჯელა, რომლებსაც დამწყები მეწარმეები თანამედროვე ბაზარზე აწყდებიან. თეორიულ ნაწილთან ერთად, მასტერკლასი პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, სადაც მონაწილეებმა რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ბიზნეს-მოდელირებაში სავარჯიშოები შეასრულეს.

ღონისძიება ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქიაშვილმა შეაჯამა. „ძალიან კარგია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრა ჩატარდა, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავს ინიციატივებს, რადგან ჩვენი მიზანია ინოვაციების მხარდაჭერა და საჭირო პლატფორმების შექმნა.“ – განაცხადა გიორგი მიქიაშვილმა.


მსგავსი

სიახლეები

საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში

7-8 აპრილს,  11: 00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „საერთაშორისო პროექტები -...

სიახლეები

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე...

სიახლეები

ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ სტუ-ში გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab)...

სიახლეები

ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  სამეცნიერო სტრუქტურული ხელმძღვანელის და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის, დიმიტრი კაზაროვის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის, ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

მოგვწერეთ