ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები


ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Belarusian State University of Informatics and Radioelectronics – BSUIR) (მინსკი, ბელარუსი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს. კონფერენციების ჩატარება 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება და მათში მონაწილოება უფასოა:

1. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია” (EDA CONFERENCE 2026)

კონფერენციის თემატიკა:

• მასალების მოდელირება და თვისებები;

• ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობების მოდელირება;

• ინტეგრირებული სისტემების პროექტირება;

• პროექტირების ავტომატიზაცია;

• ინტერდისციპლინური და განვითარებადი მიმართულებები.

რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 20.09.2026. კონფერენციის ჩატარების თარიღი: 23.10.26

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

ელ.ფოსტა: edaconf@bsuir.by

2. XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები” (ITS-2026)

კონფერენციის თემატიკა:

• ინტელექტუალური საინფორმაციო ტექნოლოგიები;

• მართვის სისტემები;

• ინფორმაციის დამუშავების სისტემები;

• ჩაშენებული სისტემების პროექტირება;• მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული გრაფიკა;

• ციფრული ეკონომიკის ტექნოლოგიები.

რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: დაზუსტდება.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

ელ.ფოსტა: its-conf@bsuir.by

3. XV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

“სამედიცინო ელექტრონიკის საშუალებები და ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები” (MEDELECTRONICS-2026)

კონფერენციის თემატიკა:

• ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში: ექსპერიმენტებიდან ყოველდღიურ პრაქტიკამდე;

• ციფრული მედიცინა და ინოვაციური ტექნოლოგიები დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში;

• პერსონალიზებული ტექნოლოგიები აღდგენით მედიცინასა და რეაბილიტაციაში;

• ფუნდამენტური მედიცინა, ეკოლოგია და ბალნეოლოგია.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 03–04.12.2026

რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2026

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

ელ.ფოსტა: meconf@bsuir.by

4. XV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “ღია სემანტიკური ტექნოლოგიები ინტელექტუალური სისტემებისთვის” (OSTIS 2026)

კონფერენციის თემატიკა:

• ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიები სხვადასხვა მიმართულებისა და შესაბამისი სამეცნიერო სკოლების შედეგების ინტეგრაციის კონტექსტში;

• ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები ბელარუსის რესპუბლიკასა და საზღვარგარეთ, ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კომპლექსური ინფორმატიზაციის კონტექსტში.

რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: დაზუსტდება

კონფერენციის ჩატარების თარიღი: დაზუსტდება

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

ელ.ფოსტა: ostisconf@gmail.com


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?