Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I ან II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ლ’აკვილის უნივერსიტეტი (University of L’Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.07.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 13.07.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.07.26

ლ’აკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 8 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილის უნივერსიტეტში, 2-5 თვით მობილობის ხანგრძლივობით.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?