Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დუზჩეს უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


დუზჩეს უნივერსიტეტი (Duzce University) (დუზჩე, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

დუზჩეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა (4 თვით) დუზჩეს უნივერსიტეტში.

მიმართულება: არქიტექტურა და მშენებლობა.


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?