MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ლეობენის  ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2-2 თვით.

პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას – ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.

სტუდენტი ვალდებულია წარმატებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

კონტაქტისთვის: პროფ. გიორგი ხეცურიანი

ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?