Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)


ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT (ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები) განახორციელონ Erasmus+ მობილობა. დეტალური ინფორმაცია ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების შესახებ იხილეთ სკოლის ვებგვერდზე (ელექტროენერგეტიკული სისტემების სამაგისტრო კურსის გარდა, რომელიც ფრანგულ ენაზე ისწავლება).

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT.

მიმართულებები: იხილეთ აქ.


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?