ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ სტუ-ში გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab) გაიხსნა.
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, „გაყიდვების ლაბორატორია“ დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას და ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ლაბორატორიის ფუნქციური დატვირთვა მოიცავს მულტიფუნქციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცის ფორმირებას, სადაც ინტეგრირებულია სწავლება, კვლევა და პრაქტიკული საქმიანობა. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, მოდელი ემყარება თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას (experiential learning) და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას რეალურ ბიზნესპროცესებში.
„პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო პროგრამებში გაყიდვების თანამედროვე სტანდარტები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაინერგოს. ლაბორატორიის მეშვეობით სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ ბიზნესგარემოსთვის რელევანტური ისეთი უნარები, როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა და წამყვანი კლიენტების მართვა. ამჟამად აკადემიური პერსონალი ამზადებს შესაბამის სასწავლო კურსებს, რომლებიც უახლოეს მომავალში სხვადასხვა საუნივერსიტეტო პროგრამაში იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საინჟინრო მიმართულების სტუდენტებში გაყიდვების კულტურის დამკვიდრებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“, – აღნიშნავს თამარ წერეთელი.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, „გაყიდვების ლაბორატორიისთვის“ შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. პროფესორ ბორის გითოლენდიას ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის სამუშაო სივრცე.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია ბიზნესსექტორს შესთავაზებს სხვადასხვა კვლევას მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. პროექტი LISS24-ი Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, ხოლო შედეგების პირველადი პილოტირება და ძირითადი ღონისძიებები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება“, – ამბობს ბორის გითოლენდია.
ცნობისათვის, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას – LISS24“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) კოორდინატორია ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე, LISS24-ი 2026 წელს დასრულდება.
მსგავსი
საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში
7-8 აპრილს, 11: 00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „საერთაშორისო პროექტები -...
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე...
იდეიდან რეალურ სტარტაპამდე – მასტერკლასი სტუ-ში
1 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, მასტერკლასი - „როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ სტარტაპად” ჩატარდა. ღონისძიებას...
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ხელმძღვანელის და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:...
სტუ-ის სტუდენტის, დიმიტრი კაზაროვის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის, ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
