რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა.
უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს, ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევარსა და პედაგოგს – პროფესორ შოთა მესტვირიშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლები, ხოლო ინსტიტუტის „ტალღა“ მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, აკადემიური საბჭოს წევრს – პროფესორ კახა გორგაძეს სტუ-ის საპატიო დიპლომი აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დაჯილდოებული მეცნიერ-მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ერთგულებით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს, თავიანთ ინსტიტუტებსა და ფაკულტეტს. რექტორის განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებასა და ღირსეული თაობების აღზარდაში.
„ვფიქრობ, განსაკუთრებული პატივია იმ მეცნიერ-მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც პროფესიონალიზმით, უდიდესი პასუხისმგებლობით, მრავალწლიანი ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალს ტოვებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქართული მეცნიერების განვითარებაში.
ჩვენს საყვარელ კოლეგებს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილს და ელიზბარ ელიზბარაშვილს, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს შოთა მესტვირიშვილს ვულოცავ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას, ასევე, საპატიო დიპლომის მიღებას ვულოცავ ინსტიტუტ “ტალღის” მთავარ მეცნიერ-თანამშრომელსა და აკადემიური საბჭოს წევრს, პროფესორ კახა გორგაძეს. ეს საპატიო ჯილდოები მათი მრავალწლიანი შრომის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის აღიარება.
მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს უნივერსიტეტისადმი ერთგულებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და იმ ღირებულებების განმტკიცებისთვის, რაც ასე ძვირფასია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება და კვლევითი ავტორიტეტი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში.
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ კოლეგებს ამ აღიარებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ახალ სამეცნიერო წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის გადაეცემათ. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საპატიო ჯილდო 2022 წელს, უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.
მსგავსი
2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ
სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ...
საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება სტუ-ში
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლეს საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას....
DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში
„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...



