„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“- ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილი, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძეს და გიორგი ფალავანდიშვილს.
ფესტივალის ფარგლებში, სტუ-ის პროფესორებმა და სუდენტებმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ინოვაციური მიმართულებები, აკადემიური პოტენციალი და კვლევითი გამოცდილება, რისთვისაც მათ მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჯანიკაშილმა მადლობა გადაუხადა:
„მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დიდი პოტენციალი არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში და რამდენად შორს შეუძლია წაიყვანოს ადამიანი კვლევის სურვილმა და ახალი გადაწყვეტილებების ძიებამ, როცა საქმეში რეალური ინტერესი და შრომა ერთვება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისთვის განსაკუთრებით ფასეულია, როცა რეგიონებში იქმნება გარემო, სადაც იდეები არ რჩება მხოლოდ ჩანახატებად და პრაქტიკულ გამოყენებას ეძებს. სწორედ ეს შრომა და ცნობისმოყვარეობა აცოცხლებს მეცნიერებას ჩვენს ქვეყანაში, რეგიონებში და ქმნის მომავლის მყარ საფუძველს. მადლობის სიგელები სიმბოლური ნიშანია იმისა, რომ თქვენი შრომა შემჩნეული და დაფასებულია. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება ახალი პროექტების წამოწყებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯი იქნება. ჩვენი უნივერსიტეტი მუდამ მზად იქნება მხარდაჭერისთვის“, – მიმართა ფესტივალის მონაწილეებს, პროფესორმა მიეხილ ჯანიკაშილმა.
მეცნიერების რეგიონული ფესტივალი – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, კვლევითი მიღწევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაცნობას, მათში კრიტიკული თუ ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას. ამასთანავე, ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო რეგიონულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მეცნიერული სიახლეებისა და მიდგომების წახალისება, შავიზღვისპირეთის კვლევების მხარდაჭერა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული „ლურჯი ეკონომიკის“ კონცეფციის პოპულარიზაცია.
მსგავსი
სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, კონსორციუმის წევრის სტატუსით, ერევანში საერთაშორისო საგრანტო პროექტ WARIE-ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის...
სტუ IAEA-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლებს შეისწავლის
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინირებულ კვლევით პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კვლევითი მიდგომების...
ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მკვლევრების საჯარო ლექციები სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა...
UNI4VERSE FINEDU – ინოვაციური კონკურსი სტუდენტებისთვის დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება, რომლის თემა ფინანსური განათლებაა....
მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში
„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...
23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა
27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...