ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო პროექტის – „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული პროცესების შესახებ მათი ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები არიან.
საინფორმაციო პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ამოცანაა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოში შექმნილი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი და ამავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისთვის მსგავსი ინიციატივების განხორციელება მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოებას არ გულისხმობს. იგი უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციასაც უკავშირდება – ხელი შეუწყოს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობთა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის იმგვარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, საარჩევნო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებსა და მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.
დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული სტუდენტის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თავს თანასწორად, დაცულად და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.
„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმოთ და გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენი ალმა მატერია. აქ თითოეული თქვენგანის მიზნები, კულტურა, ტრადიციები და გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ მიიღოთ ხარისხიანი განათლება, არამედ აქტიურად ჩაერთოთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგად იცნობდეთ თქვენს სამოქალაქო უფლებებს, შესაძლებლობებს და სრულად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარებაში თქვენი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად, გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები, რაც გვაძლევს უდიდეს სტიმულს, ერთად ვაშენოთ უფრო ძლიერი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა. ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, რომელთა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, სახელმწიფო ენის დაუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი და ინსტიტუციური გარემოს გაცნობა.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...
სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...
სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...
