სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა. რექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანური თანადგომის, თანალმობისა და იმედის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს მძიმე განსაცდელისა თუ ტრაგედიის გადატანა უწევს. მისი თქმით, ნამდვილი სიძლიერე ტკივილის უარყოფაში კი არა, მისი მიღე ბის, სიყვარულის შენარჩუნებისა და ერთმანეთისთვის საყრდენად ქცევის უნარშია.

„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის წევრებო, გულითადად გილოცავთ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას!

ეს განსაკუთრებული დღე შეგვახსენებს რწმენის, სიმტკიცის, თავდადების, სიყვარულისა და სიკეთის იმ უდიდეს ძალას, რომელიც ადამიანს ყველაზე მძიმე განსაცდელის დროსაც არ აძლევს სასოწარკვეთის უფლებას.

წმინდა გიორგი სიმამაცის, შეუპოვრობისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების მარადიული მაგალითია. მისი ცხოვრება გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე არა მხოლოდ განსაცდელთან ბრძოლაში, არამედ ადამიანობის, თანადგომისა და რწმენის შენარჩუნებაში ვლინდება.

ბიბლია გვმოძღვრავს: „ღმერთი ჩვენი თავშესაფარი და ძალაა, შემწე გაჭირვებაში, მუდამ ადვილად საპოვნელი“ (ფსალმუნი 45:1).

ცხოვრებაში გვხვდება ენით აუწერელი ტკივილი, რომლის შემსუბუქებაც ნუგეშს არ შეუძლია, ხდება ტრაგედია, რომელიც ადამიანს თითქოს მიწას აცლის ფეხქვეშ და სამყაროს სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს. ამ ტკივილს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ჰქონდა, დღეს კი მას ქვემო ფონიჭალის ტრაგედია ჰქვია. ასეთ დროს არ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი, არც ტკივილის დავიწყების რომელიმე მარტივი გზა; თუმცა არსებობს ის, რაც ადამიანს გადარჩენაში ეხმარება – რწმენა, სიყვარული და თანალმობა.

ტრაგედიის გადატანა არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ვეღარ იგრძნოს ტკივილი ან აუცილებლად ძლიერი ჩანდეს საზოგადოების თვალში. ზოგჯერ სიძლიერე სწორედ ცრემლში, თანაგრძნობის მიღებასა და წინ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯშია – „ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულ იქნებიან“ (მათე 5:4).

სწორედ ეს არის ჩვენი, ადამიანების, საზოგადოების და საუნივერსიტეტო ოჯახის უმთავრესი პასუხისმგებლობა – არასოდეს დავტოვოთ ერთმანეთი განსაცდელის წინაშე მარტონი. ვიყოთ ერთმანეთის იმედი, ძალა და საყრდენი. გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, სიყვარულს, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ურთულეს წუთებშიც გვაერთიანებს და ძალას გვმატებს.

წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ოჯახს, ჩვენს ახალგაზრდობასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?