საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში
7-8 აპრილს, 11: 00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „საერთაშორისო პროექტები – შედეგები და გამოწვევები“.
ღონისძიება ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით ტარდება. შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მიღწეული პროგრესის წარმოჩენა, პროექტების საჯაროობის გაზრდა და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება კოლეგებს შორის.
ორი დღის განმავლობაში, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები აუდიტორიას წარუდგენენ ინფორმაციას პროექტების მიმდინარეობის შესახებ. პრეზენტაციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- პროექტის იდეის ფორმირება და ინიცირება;
- საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბება და პარტნიორების მოძიების გზები;
- კონკრეტული მიღწეული შედეგები მიმდინარე დრომდე;
- პროექტის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ღონისძიების განრიგი:
- 7 აპრილი, 11:00 სთ: Erasmus+ პროექტების პრეზენტაციები;
- 8 აპრილი, 11:00 სთ: Horizon Europe და სხვა საერთაშორისო საგრანტო პროექტების პრეზენტაციები.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად და საგრანტო პროექტების ეფექტური მართვის მექანიზმების გასაცნობად.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე...
იდეიდან რეალურ სტარტაპამდე – მასტერკლასი სტუ-ში
1 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, მასტერკლასი - „როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ სტარტაპად” ჩატარდა. ღონისძიებას...
ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ სტუ-ში გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab)...
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ხელმძღვანელის და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:...
სტუ-ის სტუდენტის, დიმიტრი კაზაროვის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის, ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...