საინფორმაციო შეხვედრა „ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამის ფარგლებში

სიახლეები

17 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe) მიმდინარე შესაძლებლობების განხილვას.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მექანიზმებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის როლს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაციები შემდეგ სექტორულ მიმართულებებზე:

  • გარემოს დაცვა და ციფრული დღის წესრიგი: მაკა ჟორჟოლიანმა მიმოიხილა მე-6 კლასტერის (გარემო, ბიომრავალფეროვნება და ციფრული ტრანსფორმაცია) და მე-5 კლასტერის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) სპეციფიკა და საპროექტო განაცხადების წარდგენის წესები.
  • ინოვაციები და კულტურული მემკვიდრეობა: ანა გოლეთიანმა მონაწილეებს გააცნო მესამე სვეტის – „ინოვაციური ევროპა“ – პრიორიტეტები, კულტურული ინიციატივების კომერციალიზაციის გზები და New European Bauhaus 2026-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საგრანტო განაცხადების მომზადების, პარტნიორთა მოძიებისა და ადმინისტრაციული პროცედურების მართვის საკითხებზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტის მკვლევართა აქტიურ ჩართულობას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში და ინოვაციური პროექტების იდენტიფიცირებას.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ