სტუ-ის რექტორი ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა


საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვადიმ ბოგუშს შეხვდა.

რექტორებმა სამომავლო სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და პარტნიორობის დეტალები შეაჯერეს.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი მონაწილეობდნენ.

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ძირიტად საკითხებზე, მათ შორის: მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები; აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები; ორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის, მკვლევართა და სტუდენტებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავება; ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და სხვა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ორმხრივი ინტერესის შესაბამისად შეიმუშავებენ, გარდა ამისა, ითანამშრომლებენ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და თითოეული უნივერსიტეტის წინასწარ განსაზღვრული კვლევითი პრიორიტეტის გათვალისწინებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ ისეთი ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო ინიციატივები, რომლებშიც ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარება, რაც ახალგაზრდა მკვლევრებსა და მომავალ სპეციალისტებს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის მრავალმხრივ და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც ორივე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება, ასევე, დადებითად აისახება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე“, – განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე უნივერსიტეტს. პროფესორ ვადიმ ბოგუშის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაბიჯია თანამედროვე საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის გაფართოებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რექტორები – აკადემიკოსი დავით გურგენიძე და პროფესორი ვადიმ ბოგუში ხელს ხვალ მოაწერენ. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომის ფარგლებში გაიმართება.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...

სიახლეები

სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?