სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, 25-31 მარტს, სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასცნობოდნენ ევროპული ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროსაბჭოში, ევროპარლამენტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შეხვედრებისას მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესისა და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შეხვედრა სტრასბურგის მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნიკოლოზ ფიფიას განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სტუდენტებისთვის: „მსგავსი ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის- თეორიული ცოდნა აუცილებელია, თუმცა პრაქტიკასთან უშუალო შეხება სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიულ განვითარებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობას. “
შეხვედრები ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. სტუდენტების შეფასებით, ვიზიტი ინფორმაციულთან ერთად პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან მოტივაციადაც იქცა.
„სტრასბურგში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მომეცა უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დამენახა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირება და მათი გავლენა საზოგადოებაზე. უკეთ გავიაზრე საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა და გამეზარდა მოტივაცია პროფესიული განვითარების მიმართ “, – ნინო ჭარხალაშვილი, პირველი კურსის სტუდენტი.
სტრასბურგში ვიზიტი სამომავლო აკადემიური და კარიერული მიზნების ჩამოყალიბებაში დაეხმარა უკვე სტუ-ის კურსდამთავრებულ არჩილ მაისურაძესაც:“სტრასბურგში სასწავლო ვიზიტი არა მხოლოდ შემეცნებითი მოგზაურობა, არამედ უმნიშვნელოვანესი პროფესიული ტრანსფორმაციის ეტაპი აღმოჩნდა . ამ პროცესმა ნათლად დამანახა საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსლირების სასიცოცხლო მნიშვნელობა. შესაძლებლობა მომეცა, საკუთარი თვალით მეხილა ევროპული სტანდარტების შექმნის ცოცხალი პროცესი და ის რთული ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს უდევს საფუძვლად. ვიზიტის განსაკუთრებული კულმინაცია კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტუმრობა და უშუალოდ ბატონ ლადო ჭანტურიასთან შეხვედრა იყო.”
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც სთავაზობს. უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო ვიზიტებს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიულად განვითარდნენ და საკუთარი ცოდნა გლობალურ სივრცეში გააღრმაონ.
მსგავსი
სტუ-ის მეცნიერთა დელეგაცია Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სლოვენიაში, მარიბორის უნივერსიტეტში (University of Maribor, MU), Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და...
სტუ-ის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი იტალიაში Erasmus+ საგრანტო პროექტის GreenEngin ფარგლებში
9-13 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ GreenEngine პროექტის ფარგლებში, იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა მწვანე ტექნოლოგიებისა და...
სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და...
სტუ-ის რექტორი ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვადიმ ბოგუშს შეხვდა. რექტორებმა სამომავლო...
სტუ-ის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოხსენებით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი სერგო შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების მიზნით...
სტუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლვივში Erasmus+ პროექტის – PROMENT-ის დასკვნით ღონისძიებაზე
26-29 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა...



