სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობენ

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალში, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში –  ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში, იმართება. 

საქართველოს ტექნიკურიმა უნივერსიტეტმა ფესტივალზე წარადგინა მრავალფეროვანი სამეცნიერო მიღწევები, ინოვაციური პროექტები და სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებს.

1.png

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ფესტივალის სტუმრებს შორის ექსპოზიციებმა ფართო ინტერესი  გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ხაზსგსასამელია   უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი  როლი ქვეყნის მეცნიერულ განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობაში.

„მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც აკადემიური სივრცისთვის, ასევე, ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში შეტანილი წვლილის გაცნობიერება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში, ეს მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ინოვაციური პროექტების ინიცირებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენს, 13 ფაკულტეტსა და 15 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე მრავალმხრივი კვლევითი საქმიანობა აშკარად ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს როგორც ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრესის, ასევე, გლობალური სამეცნიერო დისკურსის კონტექსტში. ვფიქრობ, სტუდენტთა ჩართულობა მეცნიერების პოპულარიზაციაში არის არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას, რომელიც განაგრძობს მეცნიერების წინსვლას და საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას“, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

3.png

ინფორმაციისთვის: მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართვლოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. 

მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიული გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.


მსგავსი

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...

სიახლეები

CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით

21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

სიახლეები

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...

სიახლეები

შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?