„უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს აშენებს “ – სტუ-ის დოქტორანტი
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავასრულე, რის შემდეგაც გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს განათლებას თან ახლავს. უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც აშენებს არა მხოლოდ ხიდებსა და გზებს, არამედ უკეთეს, მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე.
ნიკოლოზ კახიძემ სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, მაგისტრატურა კი 2016 წელს. ამჟამად, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.
ნიკოლოზ კახიძე 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე არა მარტო მაღალკვალიფიციური განათლება, არამედ გამოცდილებაც, რომელმაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გაძლევს შესაძლებლობას, გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩვენ არ გვასწავლიდნენ მხოლოდ კონსტრუქციების აგებასა და მათემატიკურ გაანგარიშებებს, გვასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია განათლების მაღალი სტანდარტის სიმბოლოა და სამშენებლო ფაკულტეტიც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას. დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მენტორობით დაძლეული რთული სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკული მუშაობით, შევიძინეთ ის ცოდნა და აუცილებელი უნარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, – აღნიშნავს დოქტორანტი.
მსგავსი
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო
„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...