სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მორიგი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა.

ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე.

მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის აგრარულ და მეცხოველეობის მიმართულებებში.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ცინცაძემ, სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნა.

ლიანა თარგამაძის განცხადებით, მანანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აგრარული და მეცხოველეობის დარგში წარმატებული საქმიანობისთვის.

„მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ცინცაძის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე აგრარული განათლების მოთხოვნებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, გაეცნონ ინკუბაციის პროცესს და პრაქტიკაში აითვისონ მეცხოველეობის თანამედროვე მეთოდები. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალში მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად”, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

„სტუ – სტარი 2026“ – სტუდენტური მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში, პოპულარული სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი 2026“ ნახევარფინალი - „რეტრო ტური“ გაიმართა,...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტები სწავლას წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტში გაარგძელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, MULgrants პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, Montanuniversität Leoben-ში გააგრძელებენ სწავლას. ფაკულტეტის ბაკალავრი...

სტუდენტური აქტივობები

სტუ სტუდენტ ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე აბრამიშვილმა უფროსებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია შეიმუშავეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის - „Corso Italia - Next Gen“ გამარჯვებული ორი პროექტი გამოავლინეს. საუკეთესოდ აღიარებული...

სტუდენტური აქტივობები

“საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის – 2026”- სტუ-ის მოჭადრაკეთა გუნდი ტურნირის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი უნივერსიტეტებს შორის, ჭადრაკში საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტუ-ის გუნდმა ტურნირში მეორე ადგილი, შესაბამისი თასი...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში სტუდენტური მუსიკალური კონკურსი – „სტუ სტარი 2026“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარულმა სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა - „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო. ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში - „მიქსი“, რომელიც...

მოგვწერეთ