სტუ-ის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია შეიმუშავეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის – „Corso Italia – Next Gen“ გამარჯვებული ორი პროექტი გამოავლინეს. საუკეთესოდ აღიარებული პროექტები შესრულებულია ორ-ორი სტუდენტის ავტორობით; თეა ჯელაძე და გიორგი ჭანიძე; ლალი სალუქვაძე და გუგა ნაცვლიშვილი.
საკონკურსო პირობების თანახმად, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა „Corso Italia“-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფცია დაამუშავეს. პროექტი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანია „ICR ტრეიდთან“ პარტნიორობით განახორციელა.
დაჯილდოების ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები: ნახაზები, ესკიზები და ფერში შესრულებული 3-განზომილებიანი ვიზუალიზაციის ვერსიები.
როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან პრაქტიკულ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის ამაღლებას მოითხოვს, მნიშვნელოვანად აუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს. პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა „ICR ტრეიდის“ ხელმძღვანელობას და პარტნიორობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„კონკურსებში მონაწილეობით სტუდენტები თავიანთ იდეებს, ხედვებსა და პროფესიულ ამბიციებს რეალურ პროექტებად აქცევენ. „Corso Italia – Next Gen“-ის ფარგლებში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ჩვენი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალი, თანამედროვე დიზაინერული აზროვნების დონე და ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ახალგაზრდები რეალურ ბიზნესამოცანებს ეკიდებიან.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს სასწავლო პროცესის ხარისხს, რადგან სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან პროფესიულ გარემოს, სწავლობენ კონკრეტულ ბრენდთან მუშაობას და რეალური დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებას. ეს პროცესი მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესთან თანამშრომლობა, რაც უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მყარ კავშირებს აყალიბებს. მადლობას ვუხდი კომპანია „ICR ტრეიდს“ ნდობისა და ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო, ინოვაციურ და სტუდენტებზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ“, – ამბობს ნუგზარ ხვედელიანი.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი მსხვილი კომპანიების რიცხვს „ICR ტრეიდ ჯგუფი“ შეემატა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ სასწავლო პროცესი თანამედროვე მოთხოვნებთან იყოს თანხვედრაში. მსგავსი კონკურსები საშუალებას გვაძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო მეტად გავხადოთ პრაქტიკულზე ორიენტირებული და სტუდენტებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც აუდიტორიის სივრცეს სცდება. „Corso Italia – Next Gen“-ის პროექტმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლისა და რეალური სამუშაო პროცესის ერთმანეთთან დაახლოება. სტუდენტები სწავლობენ იდეიდან ჯერ კონცეფციის, შემდეგ კი დასრულებული ვიზუალური გადაწყვეტილების შემუშავებას, რაც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის ასე მნიშვნელოვანია. სწორედ მსგავს ფორმატებში იძენს უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას, რომელიც მომავალ სპეციალისტებს რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამზადებს“, – აღნიშნავს ზაზა ბუაჩიძე.
კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა კომპანია „ICR ტრეიდის“ დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა კომპანიის დირექტორმა ნანი ანდიაშვილმა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ICR ტრეიდ ჯგუფი“ დიდ როლს ანიჭებს ისეთი კონკურსების ჩატარებას, რომლებიც სტუდენტებს შემოქმედებითი რეალიზაციის შესაძლებლობას უქმნის და ამასთან ერთად, მათ კარიერულ განვითარებაზე აისახება.
მსგავსი
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ...
