“საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის – 2026”- სტუ-ის მოჭადრაკეთა გუნდი ტურნირის ვერცხლის პრიზიორია


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი უნივერსიტეტებს შორის, ჭადრაკში საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტუ-ის გუნდმა ტურნირში მეორე ადგილი, შესაბამისი თასი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ტურნირი “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის – 2026” პირველად გაიმართა და მას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუდენტური სპორტული ღონისძიება, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, სადაც საქართველოში ავტორიზებული 12 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვერცხლის პრიზიორ მოჭადრაკეთა გუნდს გამარჯვებას ულოცავს რექტორი, როგორც როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, სტუდენტთა ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვითარდება არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები, არამედ სპორტული სახეობები და მათ შორის ინტელექტუალური სპორტიც.

„ჩვენი მოჭადრაკეთა გუნდის მიერ მოპოვებული თასი და ვერცხლის მედლები დიდი შრომის, დისციპლინის, მშობლიური უნივერსიტეტის სიყვარულისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები კიდევ ბევრჯერ გაახარებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. მადლობას ვუხდი მოჭადრაკეთა გუნდის წევრებსა და მწვრთნელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, ტურნირის – “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის – 2026” პირველი ადგილის მფლობელი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...

სტუდენტური აქტივობები

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი

„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...

სტუდენტური აქტივობები

„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...

სტუდენტური აქტივობები

სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის  ნაკრები...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?