სტუ სტუდენტ ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე აბრამიშვილმა უფროსებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნულ ტურნირში გამარჯვებას გულითადად ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
„ალექსანდრე აბრამიშვილის მორიგი გამარჯვება მისი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია და ამავდროულად ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ახალგაზრდობის მრავალმხრივი ნიჭისა და პოტენციალისა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მისი სტუდენტი არაერთი წელია წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე და ღირსეულად წარმოადგენს თავის ქვეყანას. საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ალექსანდრეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, უზღვავ ენერგიას, შეუპოვრობასა და კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას როგორც სპორტულ კარიერაში, ისე პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე აბრამიშვილი ჩვენი სტუდენტებისთვის გახდება შთაგონების წყარო და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს საქართველოს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე აბრამიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 4-გზის პრიზიორია.
მსგავსი
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ...
