პირველი ისტორიული ვიზიტი ჩინეთში და ახალი ჰორიზონტები ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში!


3-18 ივლისამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების  ფაკულტეტის 5 სტუდენტი ჩინეთის ქალაქ სიანში მიემგზავრება. ეს სტუდენტები ორმხრივი თანამშრომლობისა და მემორანდუმის ფარგლებში, წარმოადგენენ პირველ ნაკადს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ AI Summer Camp-ში!

ვიზიტი უნიკალური შანსია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ტექნოლოგიური პროგრესის ეპიცენტრში მიიღონ უახლესი ცოდნა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები.

გაიცანით პროექტის მონაწილეები და მათი მოლოდინები:

„როგორც კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტს, ჩინეთში, ქალაქ სიანში გამართულ AI Summer Camp-ში მონაწილეობა მომცემს შესაძლებლობას გავიღრმავო ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მივიღო ახალი გამოცდილება და შევხვდე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და სპეციალისტებს. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ შევიძენ პრაქტიკულ ცოდნას თანამედროვე AI ტექნოლოგიების შესახებ, განვავითარებ საკუთარ თავსა და შევიძენ საერთაშორისო პროფესიულ კავშირებს.“

– კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი მარიამ ქარაული

„შესაძლებლობა მოგვეცა ტექნოლოგიური პროგრესის ავანგარდში მყოფ ქვეყანაში მივიღოთ საჭირო ცოდნა ჩვენი პროფესიის გასავითარებლად. ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურ სფეროში მეტი ინტენსიურობით იწყებს ინტეგრირებას, ხოლო საჭირო ცოდნით აღჭურვილი საზოგადოება ყოველთვის დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩინეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომლის გამოცდილების გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“

  – სტუდენტი ნიკა კალმეხელიძე

„სიანის AI Summer Camp-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა, შევისწავლო ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე შემოქმედებით პროცესებში. მოუთმენლად ველი პრაქტიკულ სემინარებს, რომლებიც დამეხმარება AI ინსტრუმენტების დიზაინში ინტეგრირებასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების დამყარებაში, რაც ჩემს შემოქმედებით ხედვას ახალ საფეხურზე აიყვანს.“

                    – სტუდენტი ხატია გაზაშვილი

„ჩინეთის ქალაქ სიანში გამართული AI Summer Camp ჩემთვის იქნება განუმეორებელი გამოცდილება როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული წინსვლისთვის. მზად ვარ, რომ შრომა არ დავზოგო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სრულად ავითვისო ყველაფერი, რასაც სიანში მოღვაწე სპეციალისტები და მოწინავე პროფესიონალები გვასწავლიან ამ პროგრამის განმავლობაში. მოუთმენლად ველი სხვა საერთაშორისო სტუდენტების გაცნობას ისეთ ისტორიით სავსე ქალაქში, როგორიც სიანია, და მათთან ერთად თანამედროვე AI ტექნოლოგიების სიღრმისეულად შესწავლას.“

                 – სტუდენტი ირაკლი კაციტაძე

„ჩინეთში, ქალაქ სიანში დაგეგმილ AI Summer Camp-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის. პროგრამა მომცემს შანსს, გავიღრმავო ცოდნა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებებში, პრაქტიკაში გამოვიყენო მიღებული თეორიული ცოდნა და გავეცნო ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს. ასევე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან და დარგის ექსპერტებთან გამოცდილების გაზიარება, ახალი იდეების გაცვლა და საერთაშორისო პროფესიული ქსელის შექმნა, რაც მომავალ კარიერულ განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს.“

 – სტუდენტი გიორგი კაკუბავა

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს ამ საოცარ, შემეცნებით და პროფესიულად გარდამტეხ მოგზაურობაში! გვჯერა, რომ მიღებული ინოვაციური გამოცდილება დიდ როლს შეასრულებს მათ მომავალ კარიერაში.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?