PTB-ის პროექტის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა – PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, ასევე, 4-9 მაისს გერმანიაში გამართულ სასწავლო ვიზიტის – „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“ გამოცდილების პრეზენტაციას, რომელიც PTB-ის მიერ იყო ორგანიზებული, გარდა ამისა, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის თერმული წინაღობის ლაბორატორიის განახლებული სისტემისა და აღჭურვილობის წარდგენას.

ღონისძიებაში, რომელიც გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების სპეციალისტები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: დოქტორი კლემენს სანეტრა – PTB-ის ექსპერტი და წიგნის ავტორი; ლორა დონათი – PTB-ის პროექტის კოორდინატორი; კეია ჩოუდჰური – PTB-ის კონსულტანტი; დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი – წიგნის ქართული გამოცემის ტექნიკური რედაქტორი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ტურში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბახტაძე, მარი თებიძე – სამშენებლო ფაკულტეტი, თემურ მიქიაშვილი – ენერგეტიკის ფაკულტეტი; ნათელა ძებისაშვილი – აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან სწორედ უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ აკადემიურ სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების მიმართულებით ცოდნის გავრცელება, კვლევების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, წიგნი – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს.

„ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ცოდნის ტრანსფერსა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. ღონისძიების მნიშვნელობა მრავალმხრივია.

იგი ხელს უწყობს: ხარისხის ინფრასტრუქტურის საკითხების პოპულარიზაციას; უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას; სამშენებლო მასალების სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წიგნი კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო მასალას ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის უკეთ გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის”.

                     – პროფესორი  თამარ ლომინაძე

ღონისძიება განხორციელდა PTB-ის პროექტის – „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“, ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?