სტუ-ში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“,  მიმდინარეობს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:  სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა); კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა); ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა); ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია; საქართველოს ენერგეტიკის აკადემია;  სს „ენერგო პრო ჯორჯია“; შპს „მონტაჟ ჯორჯია“;  შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“ და მასში 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. რექტორის მოადგილემ კონფერენციის თავმჯდომარეს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და თანათავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ზურაბ გასიტაშვილმა დარგის მნიშვნელობასა და კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.

„კონფერენცია, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს, ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს ეხება, როგორიცაა: ელექტროენერგეტიკული სისტემები და კომპლექსები; ელექტრომექანიკური სისტემები;  ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ძალური ელექტრონიკა; ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;  განახლებადი ენერგიის წყაროები; ენერგორესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება; სპეციალისტების მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით და სხვ. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს, ცოდნას და ვიმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე – სწორედ ეს არის კონფერენციის მისია“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა. 

როგორც უკრაინის კრემენჩუკის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ზაგირნიაკმა,   აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და თანამშრომლობა გასულ საუკუნეში დაიწყო და მრავალი ცვლილების, არსებული ვითარების მიუხედავად, ურთიერთკავშირი გაღრმავდა და უფრო მოცულობითი გახდა.

„ჩვენ ვიმსჯელებთ განახლებადი ენერგიების შესახებ, კერძოდ კი მზის ენერგიაზე. ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად მუშაობს. ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი მასალები იმ კვლევებისა, რომლებზეც უკრაინელი მეცნიერები მუშაობენ, გავეცანით ჩვენი ქართველი კოლეგების წარმატებებს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები. იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და მეგობრობას. მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ წელს, ივლისში, კონფერენცია სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, მასში მონაწილეობას ისევ მრავალი მეცნიერი მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ ზაგირნიაკმა.   კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგიის ისეთი წყაროები როგორიცაა მზე და ქარი, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სრულად ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ენერგიის ტრადიციული წყაროები. თუმცა, არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დროულად და მაქსიმალურად ავითვისოთ ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას ზიანი არ მივაყენოთ. ამ მიმართულებით ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადასაწყვეტად რა წინადადებები ექნებათ მეცნიერებს, რომლებიც კონფერენციაზე სხვადასხვა თემებით წარდგებიან“, – განაცხადა პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა ოთხი მიმართულებით – ელექტროენერგეტიკული სისტემები და კომპლექსები, ელექტრომექანიკური სისტემები, ძალური ელექტრონიკა, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში,

ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო-რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება, მიმდინარეობს. სექციებზე მოხსენებით 60 მკვლევარი წარდგება.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას შპს „მონტაჟ ჯორჯია“ უწევს, 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა ვასიკო ფირუზაშვილმა, ირაკლი ღვინიანიძემ, ანი სირბილაძემ, სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებმა და კლუბის წევრებმა, გაცვალეს ინფორმაცია „EventyAp“ აპლიკაციის შესახებ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა „EventyAp“ არის ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცდილებას. აპლიკაცია მომხმარებლებს და ორგანიზატორებს სთავაზობს დინამიკურ და ჩამთრევ პროცესს ბილეთების შერჩევის მომენტიდან ღონისძიებაზე მიღებული ემოციების გაზიარებამდე.   ნებისმიერი ღონისძიების გვერდზე, ერთ სივრცეში გამოცდილების გაზიარების მიზნით,  „EventyAp“-ში შესაძლებელია აიტვირთოს მოკლე ფორმატის ვიდეო.

„საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, სტუ-ს, მიეცა ოფიციალური ნებართვა ჩამოაყალიბოს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი. კლუბი ჩამოყალიბდა საბაკალავრო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტების ომარ ჰოსსამისა და ფარნავაზ ტყემალაძის ინიციატივით. Google დეველოპერთა სტუდენტური კლუბმა (GDSC), უკვე მეორე შეხვედრა, პირველი – საინფორმაციო, მეორე კი პროფესიული კუთხით, გამართეს. შეხვედრის მთავარი სპიკერი იყო სწავლების (ML) ექსპერტი, ანზორ გოზალიშვილი. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია EventyApp-ი გაფართოებას გეგმავს და ვაკანსიებს აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უნივერსიტეტს შესაბამისი მემორანდუმი აქვს გაფორმებული კომპანიასთან. სტუდენტებს შორის საკმაოდ ძლიერი უკუკავშირი შედგა, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და წამოიჭრა ინიციატივები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პარტნიორებს“, – აცხადებს პროფესორი თამარ ლომინაძე.

შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბის სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიება გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის Solution Challenge-ის ჰაკათონისათვის მზადებაა. ასევე,  სტუდენტებმა ისაუბრეს მომავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, როგორიცაა, „რობოტების  ბრძოლა“, რომელიც „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტური სახელოსნოს ორგანიზებით ტარდება, დაიგეგმა EventApp-ის დამფუძნებლებთან  შემდგომი თანამშრომლობა.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს. 

მიმართვაში რექტორი ეხება სტუდენტების გადამწყვეტ როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღმშენებლობის საქმეში და საუბრობს იმ გავლენებზე, რასაც ახალგაზრდობა კაცობრიობის მომავალზე იქონიებს.  

„ძვირფასო სტუდენტებო, 77 წელია მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის თარიღი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ბრძოლას, სევდასა და სიხარულს.  

წლის ყოველი დღე თქვენია, მაგრამ 17 ნოემბერი – გამორჩეულად. ეს ბოროტების დამარცხების, მომავლის, იმედის, წარმატებებისა და გამარჯვებების დღეა, რომელმაც 77 წლის წინ უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის მომავალზე. 

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც უკავშირდება სტუდენტი-ახალგაზრდობის ბრძოლას თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და რაც მთავარია, ქართული ენის დასაცავად, დღეს უკვე მსოფლიო ახალგაზრდული მოძრაობის ისტორიის კუთვნილებაა. ეს იყო ბრძოლის პერიოდი და ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, დღეს, ჩვენმა ახალგაზრდებმა სხვა „ბრძოლის ველზე“ უნდა გაიმარჯვოთ – დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი თქვენზე, საქართველოს მომავალზე ზრუნვაა, ხოლო თქვენი – საქართველოს სახელის მსოფლიოში  გაცნობა. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენშია ის კოდი, რომელიც შეცვლის სამყაროს.

საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის ანი და ჰოე თქვენ ხართ! ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდი პატივია თქვენი მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ წარმატებებს აღწევთ, როგორც მეცნიერებაში, საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე, სპორტსა და თვითშემოქმედებაში.

თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა და პირობა, ასახელოთ ჩვენი სამშობლო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“ – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში. 

77 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

კონკურსი “რობოტების ბრძოლა – 2023”

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტური სახელოსნოს ორგანიზებით, ცხადდება შემეცნებით-ინდუსტრიული კონკურსი „რობოტების ბრძოლა – 2023“.

კონკურსის მიზანია, სტუდენტებში  რობოტოტექნიკის, მექატრონიკისა და ელექტრონიკის პროგრამირების მიმართულებით პრაქტიკული უნარებისა და შემოქმედებითი კრეატიული აზროვნების განვითარება.

რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 8 დეკემბერს, 23:00 საათზე. 

შემოგვიერთდით – https://forms.gle/hs4KfQmM47Cg4euk8

სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. 

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის – საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით, დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების მხრივაც.

„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს. 

ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის უკვდავყოფისთვის. 

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა გახსნეს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა, 2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი საშუალებას აძლევს, აქტიურად შეისწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო პროექტებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი 15 ნოემბერს დაიწყო. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე აღინიშნა რომ უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შედეგებს სტუდენტები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას თავად გამოცდიან. 

თავის მხრივ, შეხვედრაზე პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს გააცნეს პროფესიული პროგრამების  სპეციფიკა, ესაუბრნენ დაგეგმილ აკადემიურ პროცესებზე და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 23 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წელს მივიღეთ 348 სტუდენტი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული პროგრამები, უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მომავალშიც მრავალი სიახლე იგეგმება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებული სასწავლო წელს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და კარიერულ წარმატებებს ვუსურვებთ.

სტუ-ში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა.

ვებინარი დისტანციურ რეჟიმში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე სტუ-ის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია წარადგინეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი აცხადებს, ვებინარის მისია, მომავალი აბიტურიენტებისთვის, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

„ვებინარში – „გარემოსდაცვითი პროფესიები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს: სამთო გეო-ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ, საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო
პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ჭიაურელმა, გარემოსდაცვითი ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მთვარისა თანანაშვილმა, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუცინდა ჩხეიძემ და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ მელქაძემ. სკოლის მოსწავლეებს ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რატომ უნდა ჩააბარონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ უნდა აირჩიონ ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ აუცილებელი პროფესიები. ჩვენ წარვადგინეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების პროგრამები, რომელიც ამ ეტაპზე კადრების ნაკლებობას განიცდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, იყო კითხვები და გამოითქვა სურვილი სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

ვებინარში ხუთი სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა. პროფესორი ნატო ქათამაძე   გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი დასაქმების მიმართულებით სთავაზობს სტუდენტებს. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ვებინარში ჩართული სკოლების წარმომადგენელთა აქტიურობის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამომავლოდ, აპირებს გაზარდოს საინფორმაციო არეალი და საქართველოს რეგიონების ყველა სკოლა მოიცვას.

სტუ-ში ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ფილოსოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო, ესწრებოდნენ. 

ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძემ, დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ფილოსოფიას აკადემიურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია, იმდენად, რამდენადაც იგი ყველა მეცნიერების საწყისია. ფილოსოფიიდან იღებს სათავეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები, როგორებიცაა – თეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, მედიის მეცნიერება და ა.შ., არამედ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა, ასტრონომია, გეომეტრია, მათემატიკა, ქიმია, მექანიკა და ა.შ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის უმაღლესი სკოლაა, სადაც ფილოსოფიას, როგორც მეცნიერებას, როგორც დარგს განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. ფილოსოფია ისეთი დისციპლინაა, რომელიც სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა და ხსნის. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება. გილოცავთ და ქართულ აკადემიურ, პირველ რიგში, ფილოსოფიურ საზოგადოებას წარმატებას ვუსურვებ ისეთი კვლევების განხორციელების გზაზე, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორის, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში ფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით დაიწყო. 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომლის ინიციატივით, მხარდაჭერით და თანადგომით მესამე წელია რაც აღვნიშნავთ ფილოსოფიის მსოფლიო დღეს. ეს არის ერთგვარი სტიმული ჩვენი სტუდენტებისათვის, რომლებიც სამეცნიერო კლასტერს – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“, წარმოადგენენ. ვულოცავ კოლეგებს დღევანდელ დღეს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობა ჩვენს სტუმრებს პროფესორებს ანდრეას არნდტის და იურე ზოვკოს საჯარო ლექციაში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცეს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ღონისძიებაზე საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი. ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმო.

სტუ-ში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებს შეხვდა.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი, რექტორის ინიციატივით და მხარდაჭერით სტუ-ის „ქალთა ასოციაციაა“, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ღირსება და უფლებებია. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.

„საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. დღეს ჩვენი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა სტუდენტი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ცხოვრების, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი – ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ ტოლერანტობას საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში – ეს არის ჩვენი მორალური ვალი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სწავლობენ, მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულება კი სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებაა. სასიხარულოა, რომ ამ მოვალეობას ჩვენი მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტებს წარმატებები უსურვა. როგორც ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეთნოსი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუდენტურ ცხოვრებაში.

„დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას  აკისრებს არამარტო  ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ  თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო, ჩვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში საუკეთესო გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ აქ უცხოდ არავინ იგრძნოს თავი. უნივერსიტეტი ჩვენი, ყველას სახლია და ამ გარემოსთვის მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს. წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში, რომელშიც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლი სტუდენტებისა და ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე სპექტაკლით – „შინაბერას დაბადების დღე“, წარსდგა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.   

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება.

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან: ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო.

საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი.

ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმობა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: მერაბ კოსტავას 77,  სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

15.11.2023

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?