სტუ-ში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებს შეხვდა.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი, რექტორის ინიციატივით და მხარდაჭერით სტუ-ის „ქალთა ასოციაციაა“, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ღირსება და უფლებებია. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.

„საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. დღეს ჩვენი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა სტუდენტი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ცხოვრების, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი – ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ ტოლერანტობას საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში – ეს არის ჩვენი მორალური ვალი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სწავლობენ, მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულება კი სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებაა. სასიხარულოა, რომ ამ მოვალეობას ჩვენი მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტებს წარმატებები უსურვა. როგორც ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეთნოსი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუდენტურ ცხოვრებაში.

„დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას  აკისრებს არამარტო  ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ  თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო, ჩვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში საუკეთესო გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ აქ უცხოდ არავინ იგრძნოს თავი. უნივერსიტეტი ჩვენი, ყველას სახლია და ამ გარემოსთვის მადლობა აკადემიკოს დავით გურგენიძეს. წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში, რომელშიც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლი სტუდენტებისა და ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე სპექტაკლით – „შინაბერას დაბადების დღე“, წარსდგა.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?