სტუ-ის წარმომადგენლები Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში მონაწილეობდნენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის 2023 წლის პროექტის ფარგლებში, გამართულ მე-4 საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში – „თანამშრომლობითი ციფრული მომავალი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უმაღლეს განათლებაში“, მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო ღონისძიება თურქეთის ქალაქ ქუთაჰიაში, დუმლუპინარის უნივერსიტეტში გაიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნია ნათბელიძე; ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე და სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პირველი კატეგორიის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ნანა ახალაია.

საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო უმაღლესი განათლების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარების სესიები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?