სტუ-მ, ADB-მ, WUR-მა და CAREC-ის ქვეყნების აგრარულმა უნივერსიტეტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – აზიის განვითარების ბანკთან (ADB), ვაგენინგენის უნივერსიტეტსა (ნიდერლანდები) და კვლევით ფონდთან (WUR Partnership), ასევე, CAREC-ის ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან ერთად – ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა.
ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოადგენდენ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი, ბიშკეკში შედგა.
დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ADB-თან, WUR-თან და CAREC-ის ქვეყნების აგრარული უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობა უზრუნველყოფს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკების საქართველოში ინტეგრაციას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს CAREC-ის რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით.
როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მხრივ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

მისივე თქმით, მემორანდუმის მიზანია რეგიონული განათლების, კვლევისა და ინოვაციების პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ინოვაციების განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებს და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამებს.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, CAREC-ის ქვეყნების რეგიონული ქსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი ხდება, რაც აძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კვლევაში, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ამით ხელი შეუწყოს ინოვაციების შექმნა-გავრცელებას საქართველოს აგრარულ სექტორში. ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება CAREC პროგრამის ფარგლებში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს რეგიონალურ ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი ჰაბი CAREC სივრცეში. საგულისხმოა, რომ ADB-ის პროექტის ფარგლებში, ვაგენინგენის უნივერსიტეტი ამზადებს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...