„მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი“ – ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი სტუ-ის შესახებ
„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის 36 წლიანი მეგობრობის ნაწილი ვყოფილიყავი. საქართველოში ჩასვლისთანავე მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ფენომენია საქართველოში სტუმართმოყვარეობა. თბილისმა სრულიად მომხიბლა თავისი მრავალფეროვნებით, ისტორიითა და ატმოსფეროთი, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავისი საუკუნოვანი ისტორიით, ლაბორატორიებითა და კვლევითი ცენტრებით. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მომეცა”, – ასე აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ლიზა როსა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეობას.
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ლიზა როსამ და სტუდენტთა ჯგუფმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკლულტეტზე გამართულ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეობა მიიღეს.
როგორც გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში აღნიშნავს, გერმანელი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდნენ.
„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებში ვიგრძენი ის გულღია და უშუალო გარემო, რომელსაც ასე ხშირად ახასიათებენ, მაგრამ სანამ პირადად არ შეგხვდება, მის ნამდვილ ძალას ვერ იგრძნობ. თბილისმა სრულიად გამაოცა. ქალაქის მრავალფეროვნება, ძველი უბნების სიმყუდროვე, თანამედროვე სივრცეების ენერგია, ისტორიით გაჯერებული ქუჩები და ადამიანების ნამდვილი მეგობრულობა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყოველ დილას ახალი ადგილის აღმოჩენის სურვილით ვიწყებდი და ყოველ საღამოს უდიდესი შთაბეჭდილებებით ვასრულებდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა თავისი ინტელექტუალური ატმოსფეროთი. უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია, ინოვაციური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პროფესიული ინსპირაციის წყაროდ იქცა. კონფერენციის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. ძალიან ვაფასებ იმ გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას, რომელიც მან ჩვენ, უცხოელი სტუდენტების მიმართ გამოიჩინა. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დასამახსოვრებელი სიტყვებით მოგვმართა – „თქვენ სწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგი ადამიანები იყოთ. რადგან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც დიდი ცოდნა აქვთ, ბოროტებას სჩადიან”, – ეს წინადადება მას შემდეგ სულ მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“. ეს იყო სივრცე, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთად აზიარებდნენ იდეებს, გამოცდილებას და მომავალზე საკუთარ ხედვებს. ყველაზე მეტად მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს აკავშირებს. ეს მეგობრობა არა მხოლოდ აკადემიურ პარტნიორობას, არამედ ადამიანურ ახლობლობას, კულტურათა შეცნობასა და ურთიერთპატივისცემას ნიშნავს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლის მონაწილე ვიყავი. განსაკუთრებული მადლობა HTW Saar-ს და განსაკუთრებით პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, რომელმაც ამ მოგზაურობას ორგანიზება გაუწია და გაამყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი მეგობრობის საფუძველი. ერთი რამეც ცხადია – მე უკვე მოუთმენლად ველი, როდის ვიქნები მასპინძელი და როდის შევძლებ ჩვენი ზარლაანდის წარდგენას!”, – აღნიშნავს გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...