სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ში საუნივერსიტეტო კონკურსი სახელწოდებით – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“, ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის 35 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები და სურთ მათი რეალურ პროექტებად ქცევა. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
ინოვაციური იდეების კონკურსი მრავალფეროვან კატეგორიებში ტარდება (ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა) და მიზნად ისახავს:
- სტუდენტების და ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას;
- ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერას;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება – მხარდაჭერას;
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონკურსის შედეგად, სპეციალური ჟიური ჯამში მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას შეარჩევს, რომლებსაც იდეის ავტორები 24 დეკემბერს, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, პრეზენტაციის სახით წარადგენენ.
გამარჯვებულებს უნივერსიტეტი სხვადასხვა პრიზებს გადასცემს.
სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 28 ნოემბრამდე, მოცემულ ბმულზე.
ონლაინრეგისტრაციის გავლის შემდეგ კი, კონკურსანტმა 8 დეკემბრამდე, ელ. მისამართზე: innovations@gtu.ge, უნდა გამოაგზავნოს აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთე აპლიკაცია).
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის საფაკულტეტო წარმომადგენლობებს.
კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ: 595 33 66 43.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...