საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ პროგრამების შესახებ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე


23 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა.

ღონისძიება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, PROMENT-ის ფარგლებში, სტუ-ის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ინიციატივითა და ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პირველია, სადაც Erasmus+ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის ტუტორმა მიზანმიმართული საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, გიორგი სულაშვილმა გახსნა. მან სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროცესში ფაკულტეტის მხარდაჭერასა და მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტმა, ტუტორმა – ირინკა ერქომაიშვილმა სტუდენტებს Erasmus+ მობილობაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან დეტალურად მიმოიხილა მობილობის ეტაპები და იმ აკადემიურ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღო.

შეხვედრამ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. აუდიტორიის აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო მსგავსი ღონისძიებების საჭიროება, რის გამოც სტუდენტებმა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების რეგულარულად ჩატარების სურვილი, მომავალშიც გამოთქვეს.


Related

News

დავით მაკასარაშვილის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...

News

სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია  SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...

News

სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...

News

„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...

News

„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში

18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...

News

სტუ სტარის დამატებითი კასთინგი

მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...

Support

Why are you writing to us?