საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საშობაო სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა და ორგანიზაციამ „TM Royal Group”, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჰუმანიტარული აქცია გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილემ პროფესორმა ნონა ოთხოზორიამ, ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა თინათინ კაიშაურმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით კაპანაძემ, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ და „TM Royal Group”-ის ხელმძღვანელმა თეა მაჭარაშვილმა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტები და ტანსაცმელი გადასცეს.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო-საშობაო ღონისძიებათა ციკლი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით ხორციელდება და უკვე ტრადიციად იქცა. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში სოციალური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საკუთარ მისიად მხოლოდ მაღალკვალიფიციური საინჟინრო თუ ჰუმანიტარული მიმართულების კადრების აღზრდას არ განიხილავს. ჩვენი პასუხისმგებლობა გაცილებით ფართოა და მოიცავს საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და ჰუმანურ ვალდებულებებსაც. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ წეროვანის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული ქველმოქმედებითი აქცია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიური პერსონალი, ისე სტუდენტები. ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოციალური სოლიდარობის, თანაგრძნობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. წელს პირვფელად, ფაკულტეტთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო „TM Royal Group” და ხელმძღვანელი თეა მაჭარაშვილი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავს ინიციატივებში და გააგრძელებს თანამშრომლობას უნივერსიტეტის სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში წვლილი შევიტანოთ სოციალური თანასწორობისა და ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებაში“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დეკემბერ-იანვრის თვეში, წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და წეროვანში მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადაეცათ. პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად ატარებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობის, თანასწორობისა და ჰუმანური ღირებულებების მხარდაჭერა და გაძლიერება. წეროვანის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული ქველმოქმედებითი ღონისძიება სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აკადემიური სივრცე აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაჭრაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ინიციატივებში ერთიანდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ კონკრეტულ დახმარებას უზრუნველყოფს, არამედ ქმნის მაგალითს სოციალური სოლიდარობის, ადამიანური თანაგრძნობისა და აქტიური მოქალაქეობისა. დევნილთა ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ასოციაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მიმართულებაა, რადგან ის უკავშირდება როგორც სოციალური სამართლიანობის, ისე ადამიანის ღირსების დაცვას. გვჯერა, რომ მსგავსი ქმედებები, თუნდაც მცირე მასშტაბის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც დახმარების მიმღებებზე, ასევე თავად მონაწილეებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას სოციალურ პროექტებში და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ჰუმანური და ინკლუზიური გარემოს განვითარებას“, – აცხადებს ნაზი კუციავა.
როგორც თეა მაჭარაშვილი აცხადებს, „TM Royal Group“ სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს საკუთარ საქმიანობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიიჩნევს. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მონაწილეობა იმ ინიციატივებში, რომლებიც საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას ემსახურება.
„წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩატარებული საქველმოქმედო აქცია ნათლად აჩვენებს რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება იყოს აკადემიური სექტორისა და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაჭრის პროცესში. მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახებს უწევს დახმარებას, არამედ საზოგადოებაში სოლიდარობის, ურთიერთთანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ჩვენი აზრით, განათლებასა და სოციალურ აქტივობაზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის მდგრად შედეგებს და რეალურ ცვლილებებს საზოგადოებაში, ამიტომ „TM Royal Group“ მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს და გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, – აცხადებს თეა მაჭარაშვილი.
უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...
