სტუ-ში მასშტაბური ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – ფარგლებში 10 გამარჯვებული სტუდენტური იდეა გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული რეალიზების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის მანძილზე განხორციელებული მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – ფარგლებში 10 გამარჯვებული სტუდენტური იდეა გამოავლინეს.
„ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ ფინალში გასული 18 სტუდენტური იდეიდან, ჟიურის შეფასებით, გამარჯვებულად 10 საუკეთესო იდეა დასახელდა: ბიოკაფსი / Biocaps; ვერიტას / Veritas; კალმე / Kalme; მეტაკრაფტი / Metacraft; ბაბა ვინდ / BABA WIND; მეიქ ექსჩეინჯ / Make Exchange; – ქართული ჯავშანჟილეტი / Georgian Body Armor; – ჰელიგარდი – უსაფრთხოება ციდან / Heliguard – Security from the sky; ემიგო / EMIGO; ფუდ-ბოქსი / Food-Box.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონკურსში მონაწილეები და მათი მენტორები, ასევე ინდუსტრიების წარმომადგენლები და მოწვეული პირები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ინიციატივა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ინოვაციური პოტენციალის გააქტიურებაა, რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, მათ შორის მრავალკვირიანი ინტენსიური მენტორინგისა და სასწავლო ტრენინგების სერიას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ბრიტანელი ექსპერტების მენტორობით.
„მსგავსი ფორმატის კონკურსები უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საუნივერსიტეტო სივრცის, შიდა და გარე ურთიერთობების მდგრადი განვითარებისთვის. პროექტი ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნესპროცესებში და აძლიერებს კოლაბორაციას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის რეალურ დროში. აღნიშნულ ინიციატივას მოვიაზრებთ როგორც პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს ახალგაზრდების პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩამოყალიბებას სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ვულოცავთ გამარჯვებული იდეების ავტორებს, ინოვაციური იდეების კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტსა და მათ მენტორებს – ვფიქრობთ, სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, ჩვენმა ახალგაზრდებმა საუნივერსიტეტო სივრცეში ძალიან საჭირო და მრავლისმომცველი გამოცდილება შეიძინეს“, – აღნიშნა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
გამარჯვებული იდეების ავტორებსა და ინოვაციური იდეების კონკურსის მონაწილეებს ღონისძიების ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს, ხოლო პარტნიორმა ორგანიზაციებმა – წამყვანმა კომპანიებმა: „ჰანიველი“, „ბაუმერი“, „ავტოტექნო“, „ავტობანი“, „მინა“, „სანტე-ლაქტალისი“ – თავიანთი ფავორიტი გუნდები სხვადასხვა ფასეული საჩუქრით დააჯილდოვეს.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებული პროექტები, პროფესორ-მასწავლებლებთან კონსულტაციების გზით, საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში აქსელერაციის და ინკუბაციის ეტაპებს გაივლიან. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ინიციატივის მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის სამეწარმეო გამოცდილების გაზიარება, მათი უნარების განვითარება და ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა, რაც ასევე სტიმულს მისცემს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო პარტნიორობას. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება სტუდენტთა იდეების სისტემურ მხარდაჭერას, ხოლო აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პროგრამებს, რომლებიც სტუდენტებს უქმნის შესაძლებლობას, სტრუქტურირებული ცოდნა, აკადემიური და პრაქტიკული მხარდაჭერა იდეის ჩამოყალიბებისა და დახვეწის ფაზაშივე მიიღონ.
„ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ ჩატარდა სტუ-ის ვიცე-რექტორთან კოორდინაციით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერისტეტო ოფისისა და საუნივერსიტეტო ცენტრის – „ერთად“ ჩართულობით.
კონკურსის მთავარი პარტნიორი იყო სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, ხოლო აკადემიური მხარდაჭერა, ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად, სტუ-ის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა გუნდმა უზრუნველყო.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...

