სტრესის მართვის ტრენინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სტრესის მართვის ტექნიკები იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის“, რომელიც განკუთვნილი იყო ქართველი და უკრაინელი სტუდენტებისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, რომლებიც დაეხმარებათ სტრესის გაცნობიერებაში, ემოციური მდგომარეობის მართვაში და ყოველდღიურ აკადემიურ თუ პირად გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ტრენინგში განსაკუთრებით აქტიურად უკრაინელი სტუდენტები ჩაერთნენ, რომლებმაც თემის აქტუალურობისა და ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმისთვის, გულწრფელი მადლიერება გამოხატეს. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სურვილი გამოთქვეს, რომ სტრესის მართვასთან დაკავშირებული ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი განაგრძობს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ფსიქოემოციურ კეთილდღეობას, ადაპტაციასა და აკადემიურ წარმატებას მრავალკულტურულ საგანმანათლებლო გარემოში. აღსანიშნავია, რომ ცენტრის საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „PROMENT“ ფარგლებში.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...