სტუ-ში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა, რომელშიც საერთო ჯამში სტუ-ის 11 ფაკულტეტის 140-მა სტუდენტმა იასპარეზა.
საუნივერსიტეტო ტურნირი მკლავჭიდში ჩატარდა 60, 70, 80, 90, 100 და 100+ კგ წონით კატეგორიებში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით.
ტურნირში მოასპარეზე სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მსვლელობისას თითოეულ წონით კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ახალგაზრდები გამოვლინდნენ.
ტურნირის მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაძაბულ ორთაბრძოლებში ოქროს მედლები მოიპოვეს სტუდენტებმა: 60 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას – ბექა ჯიშკარიანმა; 70 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით – გიორგი ხაბულიანმა, ხოლო მარჯვენა ხელით – ირაკლი იჭირაულმა; 80 კგ – მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა; 90 კგ – მარცხენა ხელით გიორგი ხიზანიშვილმა, მარჯვენა ხელით კი – ლაშა მაისურაძე; 100 კგ – მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა და 100+ კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობის გამარჯვებული თაზო მეკოკიშვილი გახდა.
ამასთან ერთად, ტურნირის გუნდურ ასპარეზობაში უპირობო გამარჯვება და ოქროს თასი მსაჯთა კოლეგიამ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს მიაკუთვნა.
მკლავჭიდში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს ფაკულტეტების დეკანებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მისი თქმით, სტუდენტების აქტიური ჩართულობთ მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და სტუდენტების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....