სტუ-ში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა
„საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები, კომპლექსური თემაა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თეოლოგიის სფეროთი – ის მოიცავს ისტორიოგრაფიას, ძველ სამართლებრივ წყაროებს, რეგიონულ პოლიტიკურ განვითარებას, ეთნოკულტურულ პროცესებს და სახელმწიფოებრივი იდენტობის მნიშვნელოვან შრეებს. აფხაზეთის ისტორიული ეკლესიური იურისდიქციის კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო საკითხს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჟამთა განმავლობაში ამ თემას ხშირად ახასიათებდა არასწორი ინტერპრეტაცია, მიზანმიმართული დამახინჯება ან ემოციურ-პოლიტიკური ხედვების ზემოქმედება. ამიტომ, მეცნიერული კვლევით ამ საკითხის ხელახლა გააზრება ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, ხოლო ნაშრომი არის მცდელობა არგუმენტებით გაამყაროს ის ისტორიული სიმართლე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ჩვენი ქვეყნის საეკლესიო, კულტურულ და სახელმწიფოებრივ სივრცეს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივეერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორის – მეუფე ანანია ჯაფარიძის მორიგი ახალი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში აფხაზეთი“, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო პესრონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ორტომეული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ეკლესიის ისტორიის, ისე ქვეყნის სახელმწიფოებრივ თვითშეგნებასთან დაკავშირებული კვლევებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მეუფე ანანია დიდი სიზუსტითა და ფაქტობრივ არქივებზე დაყრდნობით გვაწვდის პასუხებს ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ათწლეულებია დებატების საგანია: სადაა აფხაზეთის საეკლესიო იურისდიქციის ისტორიული საფუძველი? როგორ ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიური სტრუქტურა? რა დოკუმენტურ მასალაზე დგას საქართველოს ეკლესიის ისტორიული სუვერენიტეტი ამ რეგიონში? და რაც მთავარია, რა არის იმ ისტორიული პროცესების რეალური შინაარსი, რომლებიც ხშირად პოლიტიზებულ ჭრილში აღიქმება?
„აფხაზეთის საკითხის მიღმა დგას ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ეროვნული თვითცნობიერება, ისტორიის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი თვითიდენტიფიკაციის საფუძვლები. მეუფე ანანიას ნაშრომი ამ პროცესში ქმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ის მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, ფაქტებითა და საარქივო მასალებით დარწმუნდეს, როგორ ვითარდებოდა დასავლეთ საქართველოს ეკლესია, როგორ მზადდებოდა და მყარდებოდა მისი იურისდიქციის საზღვრები და როგორ ჯდება ეს ყველაფერი საქართველოს მთლიან ისტორიულ სურათში. ამდენად, წიგნის თემა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობის არ არის. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის ისტორიული სინამდვილის გამყარებას, დეზინფორმაციის თავიდან აცილებას და იმ ეროვნული საფუძვლების განმტკიცებას, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. ეს გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიის მკვლევრებისთვის, არამედ ქვეყნის ზოგადი ისტორიოგრაფიის, სამართლის, სახელმწიფოებრივი სივრცის ფორმირების და კულტუროლოგიური კვლევებისთვისაც.
მეუფე ანანიას მრავალწლიანმა სამეცნიერო საქმიანობამ, მისმა საგანგებო დისციპლინამ და უნიკალურმა კვლევითმა მეთოდოლოგიამ ამ გამოცემას მაღალი აკადემიურობა და ფაქტობრივი სიზუსტე შესძინა.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მეუფე ანანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ფართო აკადემიურ პლატფორმაა, სადაც მეცნიერების სხვადასხვა მიმართულება თანაბრად ფასდება და ერთობლიობაში ქმნის მაღალ ინტელექტუალურ სივრცეს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე ანანიას მისი დაუღალავი სამეცნიერო ღვაწლისთვის, იმ ისტორიული სიმართლისკენ სწრაფვისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწორი თვითაღქმის ჩამოყალიბებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი წიგნი საფუძველს ჩაუყრის ახალ კვლევით დისკუსიებს და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ აუცილებლობას, რომ რთულ ისტორიულ მოვლენებზე საუბარი, კვლევები და სამეცნიერო ანალიზი ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ფაქტებს, ობიექტურობასა და სამართლიანობას“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის – მეუფე ანანია ჯაფარიძის ავტორობით გამოცემული ახალი წიგნის – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“ პრეზენტაციაზე შეფასებითი მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მიტროპოლიტი დავითი, მიტროპოლიტი საბა, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი; თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი; დოქტორანტები იოანე ჭიღლაძე, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მეუფე ანანია ჯაფარიძის ორტომეული – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“, რამდენიმე ენაზე ითარგმნება.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...
