Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კორდობის უნივერსიტეტი (University of Cordoba – UCO) (კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
კორდობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობის უნივერსიტეტში.
აკადემიური მიმართულება: ენები, ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ქიმია, ფიზიკა, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული პროგრამები, გარემოს დაცვა და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული პროგრამები, კვების ტექნოლოგია, ტურიზმი.
მსგავსი