კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
კომუნიკაციების კომისია, რომელსაც 2018 წლიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია ეკისრება, კონკურსის ჩატარებით მიზნად ისახავს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში.
კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული აქამდე დაუდასტურებელი ყალბი ინფორმაცია და შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.
ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს კი კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებით დააჯილდოებს. გარდა ამისა, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.
გარდა ამისა, 13 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას, რათა მათ კონკურსში მონაწილეობის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად გააცნონ.
საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო დაინტერესებულ სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...