ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ონიანი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, მოხსენებით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებთან. ინსტიტუტის სემინარზე სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოსულან მოხსენებით ცნობილი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან.
თანამშრომლობის ამ ფორმას ინსტიტუტი ახლაც წარმატებით აგრძელებს. 14 მაისს ინსტიტუტის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი გიორგი ონიანი.
გიორგი ონიანის მოხსენება — „ოპერატორთა მიმართულებების თითქმის ყველგან კრებადობა და სუსტი ტიპის მაქსიმალური უტოლობები“ — ეხება მათემატიკის დარგის აქტუალურ ამოცანებს. შესაბამისი ნაშრომი (DOI: 10.4064/fm272-2-2023) გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Fundamenta Mathematicae.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...