რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტების მომზადების ტრენინგი სტუ-ში


20 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, პრაქტიკული ტრენინგ-სემინარის „რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება – პრაქტიკული ანალიზი და ტექნიკური დეტალები“ პირველი, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

სტუ-ის მე-9 კორპუსის, 410-ე აუდიტორიაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც მოწვეული ექსპერტი თამთა ხუციშვილი უძღვებოდა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დოქტორანტების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.

პირველ დღეს მონაწილეებმა, საპროექტო განაცხადის შინაარსობრივი და ტექნიკური მოთხოვნები დეტალურად განიხილეს, ასევე,  ის ძირითადი ხარვეზები, რის გამოც პროექტები ხშირად დაბალ შეფასებას იღებენ.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი აქტიურად აგრძელებს მსგავსი საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების მოწყობას უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის მხარდასაჭერად და მკვლევართა ხელშეწყობისთვის.

ტრენინგ-სემინარის მეორე, პრაქტიკული ნაწილი, რომელიც ტექნიკური ხარვეზების ანალიზს დაეთმობა, მომავალ კვირაში გაგრძელდება. ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...

კონფერენციები და სემინარები

„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...

Placeholder
კონფერენციები და სემინარები

თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 სექტემბერს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?