სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს


„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად იკვეთება. სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე – ARTFF 2026. ფესტივალი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის, ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მზარდი გავლენა ამ ინდუსტრიებზე. ჩვენთვის, როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა, ერთი მხრივ, სტუდენტები ეცნობიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხოლო მეორე მხრივ, ხედავენ, როგორ გარდაიქმნება მათი გამოყენებით სრულიად განსხვავებული სფეროები და იქმნება ახალი ბიზნეს და პროფესიული შესაძლებლობები“, – ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას, სადაც ARTFF 2026-ის მნიშვნელობასა და ფესტივალზე სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრა, განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: დეკანი რუსუდან ქუთათელაძე,  პროფესორები ლელა კოჭლამაზაშვილი, მარინა მეტრეველი, ასოცირებული პროფესორი ნანი მამფორია და სტუდენტები ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალს –  ARTFF 2026-ს დაესწრნენ და ფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და პროფესიულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

საერთაშორისო ფესტივალმა კინოს, ხელოვნების, მოგზაურობისა და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას, ინოვაციურ მიდგომებსა და ინდუსტრიის განვითარების უახლეს ტენდენციებს. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესიული ცოდნის გაფართოებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ ჩატარებულ ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ხელოვნებისა და მოგზაურობის სფეროების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდ როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში, მათ შორის, ხელოვნების, ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ვინაიდან თანამედროვე ბიზნესგარემო სულ უფრო მეტად ეფუძნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მონაცემთა ანალიზის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აკადემიური სივრცის მიღმა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ გარდაქმნის ახალი ტექნოლოგიები შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარების ხელშესაწყობად.

„ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშორისო პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციამ სტუდენტებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ რეალურ პროფესიულ გამოცდილებას, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და უკეთ დაენახათ კავშირი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებს შორის. ARTFF 2026-ის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები სტუდენტებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული და აკადემიური ინტერესების სფერო, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გამოცდილებას. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინტერდისციპლინური ხედვისა და საერთაშორისო კომპეტენციების განვითარებას. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა უმაღლესი განათლების თანამედროვე ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ბიზნესის, ხელოვნების, კულტურისა და ტურიზმის სფეროები სულ უფრო მეტად იკვეთება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პროფესიული განვითარების, ისე ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბებისთვის. ვფიქრობ, ARTFF 2026-ის გამოცდილება ჩვენი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ დაანახა, რომ  თანამედროვე ბიზნესტექნოლოგიები მხოლოდ ტრადიციულ ბიზნესს არ უკავშირდება. ტექნოლოგიური ცოდნა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის და ამ პროცესში იქმნება ახალი პროფესიები, ახალი სერვისები და ახალი ბიზნესმოდელები. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური ხედვის განვითარებაა ის მიმართულება, რომელსაც ჩვენი ფაკულტეტი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“.

– პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სახალხო თეატრ-სტუდიას „მოდინახე“ Comedy Fest 2026-ის ახალ მიმართულებაში მონაწილეობისთვის ჟიურიმ მადლობა გადაუხადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ Comedy Fest 2026-ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. საუნივერსიტეტო თეატრი ფესტივალის პროგრამაში ახალი, სპეციალური მიმართულებით...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ

ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ

„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?