საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა


თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. მხარეებმა საქართველოში თანამედროვე ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული  მიმართულებაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება, რაც ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას გაზრდის.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარების ციკლი და ვორქშოპი გამართეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: თანამედროვე ფიზიკის, ნეიტრინოს ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და ციკლოტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით უახლესი სამეცნიერო მიღწევები; კვლევის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ვიცე-რექტორმა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN – 2026) საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობის მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს, თუმცა მშვიდობისა და თანაცხოვრების საკითხები კვლავ უდიდეს გამოწვევებად...

საერთაშორისო ვიზიტები

Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის -  Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა ...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო...

საერთაშორისო ვიზიტები

ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების...

საერთაშორისო ვიზიტები

გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?