საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში
28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო კონფერენცია – “საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები”.
კონფერენცია ტარდება მოწოდებით – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოს მომავალი ციფრულ სამყაროში“.
კონფერენცია ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღსა და იოანე ზოსიმეს ხელნაწერის “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” საქართველოში საბოლოოდ დავანებას. პატივს მივაგებთ, უწმიდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, თანამედროვე ქართველი ერის დიდი მამის – ილია მეორის დიდ ღვაწლს დღევანდელი, მშვიდობიანი საქართველოს ღირსეული აწმყოსა და მომავლისათვის.
კონფერენციის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
მსგავსი
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...
„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...
სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ
„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...
თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...
სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...