თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების განვითარებისთვის გაწეული სამუშაო — ევროპული გამოცდილების შესწავლიდან და დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელის შექმნიდან, სამართლებრივი და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების განვითარებამდე და მოდელის რეალურ საუნივერსიტეტო და სამუშაო გარემოში გამოცდამდე.
DUGEOR-ის მიდგომის მთავარი იდეაა, რომ უნივერსიტეტი და კომპანია სტუდენტისთვის ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სასწავლო გარემო გახდეს. კერძოდ, სამუშაო ადგილზე სწავლა არ იყოს მხოლოდ დამატებითი პრაქტიკა, არამედ საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებული ნაწილი.
კონფერენციაზე საკუთარი ინსტიტუციური მოდელები და საპილოტე გამოცდილება წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, GIPA-მ, BNU-მ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, მათ პარტნიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან ერთად.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პარტნიორი უნივერსიტეტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. საკუთარი გამოცდილება გააზიარეს DUGEOR-ის საპილოტე პროცესში მონაწილე სტუდენტებმაც.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა იმსჯელეს მთავარ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება DUGEOR-ის ფარგლებში მიღებული საპილოტე გამოცდილება საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების მდგრად სისტემად გადაიქცეს.
DUGEOR-ის დასრულება ამ პროცესის დასკვნითი ნაწილი არ არის, შემდეგი ნაბიჯი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოცდილებისა და უნივერსიტეტ–ინდუსტრიის თანამშრომლობის მოდელების შემდგომი განვითარება და მდგრადობის უზრუნველყოფა.
მსგავსი
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...
„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...
სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ
„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...
სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...