სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და პარტნიორობის გაღრმავების გზები განიხილეს.

მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უცხოელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესები გააცნეს.

ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის მეცნიერთა დელეგაციას ამავე აკადემიის პრეზიდენტი, მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის სოლის საპატიო პროფესორი, შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მეტალის მატრიქსული კომპოზიტების სახელმწიფო საკვანძო ლაბორატორიის დირექტორი, პროფესორი დი ძიანგი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, ორმხრივად პრიორიტეტული სფეროები მონიშნეს და განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე კვლევით პროცესებში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიას შორის პარტნიორობა გააღრმავებს და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას საინჟინრო დარგების მიმართულებით, მხარეებს ინოვაციური მიდგომების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სწავლების სამივე საფეხურზე აკადემიური პროგრამების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალი ხარისხის განათლებისა და ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

„ჩინურ სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობა ეფექტურად განავითარებს როგორც საერთაშორისო საგრანტო ინიციატივებს, ისე მნიშვნელოვნად გაზრდის გლობალურ სამეცნიერო ქსელებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას.  სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და კვლევითი კოლაბორაციის პროცესში გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პირადად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან, რათა მაქსიმალურად გაფართოვდეს ინტერნაციონალიზაციის საზღვრები და აკადემიურ წრეებს მიეცეთ წვდომა მსოფლიო დონის კვლევით პლატფორმებთან. ეს გვაძლევს მყარ გარანტიას, რომ ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიასთან დაწყებული ეს პარტნიორობა იქნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორივე ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისთვის რეალური, ხელშესახები შედეგების მომტანი“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე

ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა დი ძიანგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თბილი და საქმიანი მასპინძლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი საინჟინრო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი, რაც გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის საიმედო საფუძველს ქმნის. პროფესორმა დი ძიანგმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრები გარდამტეხ როლს ითამაშებს სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის საქმეში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით  ლაბორატორიულ ბაზას გაეცნენ. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და მოქმედი გამოფენები.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება

„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...

საერთაშორისო ვიზიტები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?