ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის ცენტრი არ არის. ჩვენი უნივერსიტეტის მისია მოიცავს ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების დაცვასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ფიგურებს ეძღვნება. კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექციის თემა უკავშირდება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ მწერალს – დიდ კონსტანტინე გამსახურდიას, რომლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითმყოფადობაზე. მისი ნაწარმოებები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, არამედ ასახავს ქართველი ერის ისტორიულ გამოცდილებას, სულიერ ძიებებს, თავისუფლების იდეალსა და კულტურულ იდენტობას”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას საჯარო ლექციის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
საჯარო ლექციას – „კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება“ – რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ეგიდით გაიმართა, მკვლევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც სტუ-ის რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნული მემკვიდრეობის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ჰუმანიტარული ცოდნის გაღრმავებასა და სამეცნიერო დისკუსიების განვითარებას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საჯარო ლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში აკადემიური დიალოგის, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
„კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება დღემდე რჩება კვლევის, განხილვისა და ახალი ინტერპრეტაციების საგნად. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გავიაზროთ ჩვენი ისტორია, კულტურა და ის ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ კოკო გამსახურდიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და ჩვენი სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა გამოჩენილი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მისი შემოქმედების ძირითად თემატიკაზე, ისტორიულ-კულტურულ კონტექსტსა და იმ ღირებულებებზე, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ლიტერატურასა და ეროვნულ ცნობიერებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები მომხსენებლისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.
პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.
ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....